უშიშროების საბჭოს სხდომა 29 იანვარს დაინიშნა
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 29 იანვარს დაინიშნა. საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2016 წლის 29 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.
როგორც “კვირას“ უშიშროების საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა: 1. მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის; 2. თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით .
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.