ეკა ბესელია ევროსასამართლოს აღსრულების ქვეკომიტეტის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ვროპის საბჭოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტმა დღეს სხდომაზე ვიცეპრეზიდენტად აირჩია. ქვეკომიტეტის პრეზიდენტის ლორდ ბალფის წარდგინებით ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის ქვეკომიტეტი მუშაობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხებზე. ეკა ბესელია მეორედ იქნა არჩეული.
“მე ვფიქრობ ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო პოზიცია, რამდენადაც საქართველო ამ ეტაპზე ძალიან აქტიურად ახორციელებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზე ახალი საპარლამენტო მექანიმის შექმნას. ჩემი ამ პოზიციაზე მეორედ წარდგენა დაგვეხმარება იმაში, რომ ის დაგეგმილი ახალი პროექტები, რომელსაც ევროპის საბჭო ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან კონკრეტული დადებითი შედეგით დასრულდება. კერძოდ, ის რომ საქართველომ მსგავსად სხვა ქვეყნებისა, შექმნას ეფექტური მექანიზმი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზე აღსრულების“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები