გიორგი კვირიკაშვილი – იარსებებს თემები, რაზეც შეთანხმება ვერ მოხდება, თუმცა კომპრომისისკენ გადადგმული ნაბიჯები ერთადერთი სწორი გზაა

იარსებებს თემები, რაზეც შეთანხმება ვერ მოხდება, თუმცა კომპრომისისკენ გადადგმული ნაბიჯები ერთადერთი სწორი გზაა იარსებებს თემები, რაზეც შეთანხმება ვერ მოხდება, თუმცა დიალოგი, კომპრომისისკენ გადადგმული ნაბიჯები მმართველობის ღია და გამჭვირვალე სისტემის შექმნის ერთადერთი სწორი გზაა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილებების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი საზოგადოების ყველა ჯგუფთან, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციასთან.
ამასთან, ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი მზად არის, მოისმინოს და განიხილოს არგუმენტები, რათა გადაწყვეტილებები მიღებული იყოს მაქსიმალური ჩართულობის და მსჯელობის შედეგად.
პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ინტერპარტიული ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მსგავსი დიალოგის ფორმატი გაგრძელდება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყოველთვის იარსებებს თემები, რაზეც შეთანხმება ვერ მოხდება, თუმცა დიალოგის ფორმატი უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს არის კომპრომისისკენ მიმართული ერთადერთი გზა, რომელიც ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს უზრუნველყოფს.
შეხვედრების ფორმატში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა, მათ შორის, საარჩევნო სისტემის რეფორმა. ამ თემის გარშემო, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ვადების გარდა, არაერთი საკითხის განხილვა მოხდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს არის ნორმალური პროცესი და შესაძლოა მოხდეს გარკვეულ თემებზე პოლიტიკური შეთანხმება. იმავე კონტექსტში დასმული პრობლემის გადაჭრა, საარჩევნო პროცესში ე.წ. სპეციალური უბნების შემქნასთან დაკავშირებით, სწორედ მსგავსი შეთანხმებით მოხდა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა დააფიქსირა ხელისუფლების პოლიტიკური ნება და უახლოეს მომავალში სპეც.უბნების დარეგულირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტს გადაეცემა განსახილველად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები