აბაშაში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

აბაშის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა. ისინი თბილისიდან წალენჯიხის მიმართულებით მიდიოდნენ.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები