დიდთოვლობის გამო, ბათუმის ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

დიდთოვლობის გამო, ბათუმის ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
როგორც “კვირას“ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა განუცხადა, მერიამ ბაღებში სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო მიიღეს.
“უამინდობისა და დიდთოვლობის გამო გადავწყვიტეთ, ორი დღით ბაღებში შეგვეჩერებინა სასწავლო პროცესი, აღნიშნულ ზომას ზედმეტი იმიტომ მივმართეთ, რომ ზედმეტი ექსცესებისგან ვიყოთ დაზღვეულები და ბავშვებს პრობლემები არ შეექმნათ, სხვა მხრივ ბაღებში პრობლემა არ გვაქვს“, – განუცხადა “კვირას“ გიორგი ერმაკოვმა.
სასწავლო პროცესი ასევე შეწყვეტილია ქობულეთსა და ხელვაჩაურის ბაღებში.
რაც შეეხება სკოლებს, როგორც “კვირას“ აჭარის განათლების სამინისტროში განუცხადეს, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთის ყველა სკოლაში.
რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, ხულოსა და შუახევის რაიონებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ქედის მუნიციპალიტეტის ცალკეულ სკოლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები