გიორგი კვირიკაშვილი არასამთავრობო სექტორს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, სადაც 20-მდე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელია შეკრებილი.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, შეხვედრა პრემიერის ინიციატივით იმართება.
მისივე თქმით, დასაფასებელია, რომ გიორგი კვირიკაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის ინტერესი აქვს.