თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისში, სამგორისა და ისნის რაიონების გარკვეულ ქუჩებს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოა.
სამგორის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, „საქნავთობის“ დასახლების, „საქსოფმანქანის“ დასახლების, ლოჭინის დასახლების, კახეთის გზატკეცილის და ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბერი გაბრიელ სალოსის, სახალხოს, ლერწმის, ბოგდან ხმელნიცკის, ჩოლოყაშვილის, დოდაშვილის და ჩარხის ქუჩების მცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები