გუდაურის სამაშველო სამსახურმა 5 ტურისტი გადაარჩინა

გუდაურის სამაშველო სამსახურმა 5 ტურისტი გადაარჩინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციით, ტურისტების ჯგუფმა მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისა და ცუდი ხილვადობის გამო მათ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.
გუდაურის სამაშველო სამსახურმა ტურისტები ჯვრის უღელტეხილის 99-ე კილომეტრზე იპოვა და უსაფრთხოდ გადაიყვანა დაბა გუდაურში.
ტურისტებს შორის ერთი უკრაინელი, ერთი პოლონელი და სამი ქართველი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები