პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებს იწყებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებს იწყებს.
პირველი შეხვედრა ხვალ, 26 იანვარს, 10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის – „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”; „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”; „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო”; ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”;„ადამიანის უფლებათა ცენტრი”; „სამოქალაქო განვითარების სააგენტო”; „ევრაზიის განვითარების ფონდი”; „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”; „საქართველოს რეფორმების ასოციაცია”; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”; „საზოგადოებრივი დამცველი”;„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი”; „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი”;„ახალგაზრდა ადვოკატები” და „ქართული მისია”.