რეინჯერებმა ქოჩორა გადაარჩინეს (ფოტოკოლაჟი)

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეინჯერებმა, პატრულირებისას, დაჭრილი ქოჩორა ვარხვი იპოვეს და ადმინისტრაციის შენობაში გადაიყვანეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურით, ფრინველს სამედიცინო დახმარება ვეტერინარმა აღმოუჩინა. ვარხვს ჭრილობა ნისკარტისა და ფრთის არეში ჰქონდა მიყენებული, საიდანაც, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, საფანტის ტყვიები ამოუღეს. ამჟამად, ფრინველის მდგომარეობა სტაბილურია და გადაყვანილია თბილისის ზოოპარკში.
1909918_981666341899970_4223235193754507746_n

12604898_981666288566642_4392361344075395730_o

12622259_981666291899975_2741492521194425151_o

12640393_981666321899972_6127050601863145428_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები