4 წლის ბავშვი, რომელსაც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა, თურქეთიდან დაბრუნდა

თურქეთის კლინიკიდან დღეს კიდევ ერთი ბავშვი დაბრუნდა, რომლის მკურნალობაც სოლიდარობის ფონდმა დააფინანსა. 4 წლის ნიკუშა თურქეთში 10 თვის განმავლობაში მკურნალობდა. მას ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ჩაუტარეს. ამჟამად მოზარდი სამედიცინო დაკვირვების რეჟიმზეა გადასული. საქართველოს სოლიდარობის ფონდმა მკურნალობა 165 000 დოლარით დააფინანსა. ქუთაისის აეროპორტში მოზარდს ქუთაისის მერი დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები