სასამართლომ ანასტასია გონჩაროვა კახა ბენდუქიძის შვილად აღიარა

სასამართლომ ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა კახა ბენდუქიძის შვილად და მემკვიდრედ ოფიციალურად ცნო. ამის შესახებ ანასტასია ბენდუქიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კახა ბენდუქიძესთან ბიოლოგიური კავშირი დნმ-ის ტესტზე დაყრდნობითაა დადასტურებული. ანასტასია ბენდუქიძე აცხადებს, რომ „თავისუფალი“ და აგრარული უნივერსიტეტების, აგრეთვე „ცოდნის ფონდის“ საქმიანობაში აქტიურად აპირებს ჩართვას. მან საქართველოს მოქალაქეობა უკვე მიიღო.
„გასულ კვირას მამობის დადგენის სასამართლო პროცესი გაიმართა. ის, რომ კახა ბენდუქიძე ჩემი ბიოლოგიური მამაა, დნმ-ის ტესტმა 99,999 პროცენტით დაადასტურა. მე აქტიურად ვაპირებ, რომ „ცოდნის ფონდისა“ და უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩავერთო. ეს არის ჩემი პრიორიტეტი. ეს იყო მამაჩემის ყველაზე დიდი ოცნება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი დანატოვარი საქმე გავაგრძელო“, – განაცხადა ანასტასია გონჩაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები