თეა წულუკიანი: მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებმა პრემიერთან შეხვედრაზე მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლაზე ისაუბრეს, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს დაჰპირდა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კოალიციურ ფორმატში იმსჯელებენ და გუნდური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
“პრემიერ-მინისტრის წინაშე, ინტერპარტიულმა ჯგუფმა დააყენა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენ – ყველამ ვიცით, რომ მაჟორიტარული სისტემა არა 2020 წლისთვის, არამედ 2016 წლისთვის გაუქმდეს. დღეს ამ თემაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. ჩვენ მოვინიშნეთ ეს საკითხი. ვიცით, რომ როგორც ერთ, ასევე მეორე მოდელს აქვს თავისი დადებითი და უარყოფით მხარეები და პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო დაპირება, რომ ის მმართველი კოალიციის ფარგლებში, გუნდურ რეჟიმში მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები