კახეთში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

კახეთში მოსული უხვი ნალექის გამო, დღეს დილიდან გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, მობილიზებულია სპეცტექნიკა, გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიან.
როგორც “კვირას“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ დროისთვის გაწმენდილია ყველა ცენტრალური გზა, მიმდინარეობს შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. ინტენსიური თოვის, ძლიერი ყინვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის კმ 36-კმ 58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამ დროისთვის კახეთში გადაუღებლად თოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები