ლანჩხუთში მატარებელმა მამაკაცი გაიტანა

ლანჩხუთში მატარებელმა შუახნის მამაკაცი გაიტანა. „კვირას“ ინფორმაციით, მამაკაცი ახალსოფელი-ნიგვზიანის ტერიტორიაზე ლიანდაგს კვეთდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა. გარდაცვლილი მამაკაცი ზურაბ ხვიჩიაა, ის ლანჩხუთის მუნიციალიტეტის სოფელ ჩოჩხათის მკვიდრი იყო.
როგორც “კვირას“ სოფელ ჩოჩხათის რწმუნებულმა რევაზ ფაცურიამ განუცხადა, მამაკაცი სახლიდან პირუტყვის საძებნელად იყო გასული.
“მე, როგორც ვიცი, საქონლის საძებნელად ყოფილა წასული, და როცა ლიანდაგზე გადადიოდა, მაშინ დაეჯახა მატარებელი“ ,- განუცხადა “კვირას“ რევაზ ფაცურიამ.
ზურაბ ხვიჩიას 2 შვილი და მეუღლე დარჩა.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 275 -ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო (რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები