მიხეილ ჯანელიძე ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნორვეგიის სამეფოს ელჩს (რეზიდენციით ბაქო) ბარდ ივარ სვენდსენს შეხვდა. ბარდ ივარ სვენდსენმა, მიხეილ ჯანელიძეს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
აგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნორვეგიის ელჩმა ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერა საქართველოსადმი კიდევ ერთხელ დაადასტურა და გამოხატა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.
შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ნორვეგიის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს ენერგეტიკის სფეროში. უწყების ინფორმაციით, ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.