დავით ნარმანია: გვაქვს 5000 ტონა მარილი, რომელიც ზამთრის განმავლობაში საჭიროა გზების მომსახურებისთვის
გვაქვს შესაბამისი რაოდენობის მარილი, 5000 ტონა, რომელიც ზამთრის განმავლობაში საჭიროა გზების მომსახურებისთვის – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ტექნიკა, რაიონული გამგეობები მობილიზებულია იმისათვის, რომ დაეხმარონ შესაბამის სამსახურებს.
“პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ გზების მომსახურებას თოვლის და ყინვის პერიოდში. ჩვენი მუნიციპალური სამსახურები ორი დღეა აქტიურად მუშაობენ წყნეთის, შინდისისა და მიმდებარე სოფლების ტერიტორიაზე. მე პირადად, მონიტორინგს ვუწევ და ვიყავი კიდეც, როგორც გუშინ დილის საათებში, ასევე ღამის განმავლობაში დავათვალიერე მიმდინარე სამუშაოები. ამ წუთისთვისაც მუშაობენ ლილოს ტერიტორიაზე, სადაც ნამქერია და გზის ერთი მონაკვეთი იწმინდება. გვაქვს შესაბამისი რაოდენობის მარილი, 5000 ტონა, რომელიც ზამთრის განმავლობაშია საჭირო გზების მომსახურებისთვის. ყველა ტექნიკა, რაიონული გამგეობები მობილიზებულია იმისათვის, რომ დაეხმარონ შესაბამის სამსახურებს. ასე, რომ რაიმე სახის შეფერხებას არ ველოდებით”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.