გიგლა აგულაშვილი გულსუმ აჰმედს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი პროექტების ხელმძღვანელს გულსუმ აჰმედს შეხვდა.
როგორც “კვირას” სამინისტროდაც აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა გარემოსდაცვით სფეროში განხორციელებული ერთობლივი პროექტები შეაჯამეს. ასევე, განიხილეს მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები, რაც გულისხმობს სატყეო სექტორის განვითარების, კლიმატის ცვლილებისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას. პროექტის მენეჯერის განცხადებით, საქართველოს გააჩნია პოტენციალი, ამ მიმართულებებში იყოს ლიდერი და ინოვატორი სამხრეთ კავკასიაში.