უბედური შემთხვევა თბილისში – გაზის გაჟონვის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა გაზის გამათბობლიდან გაჟონა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლის პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები