ქარბუქი, თოვლი და ყინვა – ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 25-31 იანვრის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 იანვარს საქართველოში შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი, მაღალმთიან რაიონებში – ზოგან ქარბუქი.
“27 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ღამის მინიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია -7, -2, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -12, -7. თბილისში ჰაერის ტემპერატურა იქნება -9, -7 გრადუსი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა 25-27 იანვარს დაბლობსა და ბარში იქნება -3, +2 გრადუსი. 28-31 იანვარს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. 29 იანვრიდან ყინვა შესუსტდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.