რაგბის კავშირს გოჩა სვანიძე უხელმძღვანელებს

“ქორთიად მერიოტში” დღეს ჩატარებულ არჩევნებში, ახალ პრეზიდენტს მხარი 35 წევრმა დაუჭირა, მის ერთადერთ კონკურენტს ზედგინიძეს კი – 32-მა. სრკ-ს პრეზიდენტის არჩევნები, დღეს 13 საათზე დაიწყო და ხმების დათვლა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სრკ-ს დღევანდელ ყრილობას, წინ ჩაშლილი არჩევნები უძღვოდა. რეფერენდუმი, რომელიც გასული წლის 25 დეკემბერს უნდა გამართულიყო დარეგისტრირებული 2 მეტოქის, გია ნიჟარაძისა და ირაკლი აბუსერიძის მიერ კანდიდატურების მოხსნის გამო ჩაიშალა. ახლადარჩეული პრეზიდენტი საქართველოს რაგბის კავშირს 4 წლის განმავლობაში ჩაიბარებს. გოჩა სვანიძე რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. მანამდე ამ თანამდებობას გია ნიჟარაძე იკავებდა. იგი დელეგატებმა 35 ხმით აირჩიეს, მისმა კონკურენტმა ილია ზედგინიძემ კი 32 ხმა მიიღო.

არჩევნები ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ხმის მიცემის დროს კანდიდატების მხარდამჭერებმა ხმის მიცემის პროცესი პროტესტიც ნიშნად დატოვეს. გოჩა სვანაძე რაგბის კავშირს 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. მისი წინამორბედი გია ნიჟარაძე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები