მარიამ საჯაია: მე გეტყვით სიმართლეს!
პარლამენტის უმცირესობის წევრი, რომელიც ამჟამად აშშ -ის ჯ. ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტია, ყირიმის მოვლენებს ცინიზმით ეხმაურება. მარიამ საჯაია აცხადებს, რომ შესაძლოა, პუტინსაც მიხეილ სააკაშვილი მართავს.
„მე გეტყვით სიმართლეს! მიშამ ხომ ჩააბარა აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და ახლა ყირიმი რუსეთს და რეალურად, პლუს მაგას პუტინსაც მიშა მართავს ააა, ეს აღარ დაიჯერეთ, ხო? ვერ გავთვალე, სიმართლე რომ იყოს, ვოვას ნათქვამი ექნებოდა აქამდე პირად საუბრებში“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მარიამ საჯაია.