თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” აცნობეს, დღეს კომპანია სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებას გეგმავს. კერძოდ, დიდგორის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა დაბა კიკეთის მცხოვრებლებს შეეხება.
აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების მიზნით, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა დაბა კოჯრის მცხოვრებლებს შეეხება.
გლდანის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების, მუხიანის დასახლების და გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ტერევერკოს და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს შეეხება.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა სოფელ დიღმის მცხოვრებლებს შეეხება.
კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, ყავლაშვილის, შავთელის, ჩახრუხაძის, ნიშნიანიძის და ავლევის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აგარის, სარკინეთის, აჭარის, მარუაშვილის, აფხაზეთის და ზაზიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.