ქეთი ხარძიანი: ადამიანები, რომლებსაც სურდათ მამაჩემს არ ეცოცხლა, არიან ქურასბედიანი და უდესიანი
ადამიანები, რომლებსაც სურდათ მამაჩემს არ ეცოცხლა, არიან რევაზ ქურასბედიანი და გია უდესიანი, – ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილმა ქეთი ხარძიანმა ტელეკომპანია “იბერიას“ ეთერში განაცხადა.
როგორც ხარძიანმა აღნიშნა, უდესიანის და ქურასბედიანის მთავარი მოტივი კუს ტბის წილები და წაგებული სასამართლო იყო.
„გამოძიებით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, გავიგეთ შემსრულებლების სახელები და გვარები, თუმცა კმაყოფილები ვიქნებით მაშინ, როდესაც უშუალოდ დამკვეთები აგებენ პასუხს. დასადგენია და უნდა დადგინდეს, ვინ არიან დამკვეთები და აგონ პასუხი მართლმსაჯულების წინაშე. მამაჩემის სიტყვებით გიპასუხებთ, რომ ადამიანები, რომლებსაც სურდათ მამაჩემს არ ეცოცხლა არიან ქურასბედიანი და უდესიანი. მათი მოტივი იყო კუს ტბა და წაგებული სასამართლო.
ქურასბედიანს და უდესიანს უნდა ჰკითხოთ, საერთოდ ღირს თუ არა ადამიანის სიცოცხლე რაიმე ქონებად, მაგრამ მიზეზი არის ზუსტად ის, რომ ვერ აიტანეს ის, რომ წააგეს სასამართლოში. როგორ გაბედა ხარძიანმა და ხმამაღლა თქვა, რომ მისი ციხეში წამებაც და სხვა ყველა უბედურება, რაც დამართეს მამაჩემს, მამაჩემი ბრალს დებდათ მათ. ეს ვერ აიტანეს, რომ წამებასში, კუს ტბის უკანონოდ ჩამორთმევაში ხელს ადებდა მათ“, – განაცხადა ქეთი ხარძიანმა.