გიორგი კვირიკაშვილი: რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო, სხვა ადამიანებით
რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო, სხვა ადამიანებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, მაქსიმალური აქცენტი გადატანილი იქნება რეგიონულ განვითარებაზე პროქტების დაჩქარებასა და სწორ პრიორიტეტიზაციაზე.
“ხშირად ჩვენ გვაქვს შეგრძნებები, რომ რაღაცებს ვახორციელებთ, მაგრამ რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო, სხვა ადამიანებით. იქ სხვა რეალობაა – იქ ადამიანებს არანაირი შეგრძნება არ აქვთ, რომ რაიმე კუთხით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობენ. ამიტომ ჩვენი მაქსიმალური აქცენტი გადატანილი იქნება რეგიონულ განვითარებაზე. რეგიონული ინფრასტრუქტურული პროქტების დაჩქარებასა და ასევე ამ პროექტების სწორ პრიორიტეტიზაციაზე, რათა ისინი მაქსიმალურად პასუხობდნენ იმ მოთხოვნებს და გამოწვევებს, რომლებიც რეგიონებშია”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.