რუსთავში “პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდის” ოფისი გაიხსნა

ქალაქ რუსთავში “პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდის” რეგიონული ოფისი და მონიტორინგის ცენტრი გაიხსნა, სადაც ადგილობრივებს ორგანიზაციაში გაწევრიანება და ფონდის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.
„საქართველოს გავითარების ფონდის“ ინფორმაციით, ცენტრი პაატა ბურჭულაძემ ფონდის დამფუძნებლებთან და წევრებთან ერთად გახსნა.
პაატა ბურჭულაძე რუსთავის თეატრში შეკრებილ მეტალურგებს, ექიმებს, პედაგოგებს, ხელოვანებს, კულტურის სფეროში მომუშავე სპეცილისტებს და ქალაქის საზოგადო მოღვაწეებსაც შეხვდა. მან რუსთაველების პრობლემები მოისმინა და მათ ამ პრობემების მოგვარებისთვის ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.
“რუსთავს აქვს განვითარების უდიდესი პოტენციალი, თუმცა მოსახლეობა ვერ გრძნობს იმ დაპირებულ ცვლილებებს, რასაც ელოდნენ. შედეგად, საზოგადოება არის პესიმისტური. მიხარია, რომ რუსთაველები მზად არიან ჩაერთონ “საქართველოს განვითარების ფონდის” საქმიანობაში და თავად იყვნენ მონაწილე საკუთარი ქალაქის და ქვეყნის განვითარების პროცესში, რაც ადამიანების კეთილდღეობის ამაღლებას ნამდვილად შეუწყობს ხელს. სწორედ ამ მიზნით დავაფუძნე “საქართველოს განვითარების ფონდი”, სადაც საკუთარი ხედვის ჩამოყალიბების შესაძლებლობა ეძლევა მათ, ვისაც ქვეყნის მომავალი აწუხებს”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, “პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი” საქართველოს განვითარებისთვის რეგიონული ოფისების გახსნას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები