18 იანვარს გლდანის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

ავარიული გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით, 18 იანვარს 11.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის ,,ა” მ/რ-ში მდებარე კორპუსების, ქერჩის ქ. N5-ში და ფორე მოსულიშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული შპს ,,მმბ”-ს საცხ. კორპუსის მოსახლეობას.
”ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, ასევე გაზის მიწოდება შეუწყდება საჯარო სკოლა N136, N160, შპს ,,ახალ ქართულ გიმნაზიას”, საბავშვო ბაგა-ბაღი N89-სა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს (2 200-მდე აბონენტს).
“შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის”, – აცხადებენ კომპანიაში.
გაზმომარაგება სამუშაოს დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები