ბაკურიანში ცოლ-ქმარი „ბურანით“ ბოძს შეეჯახა – ქალი გარდაიცვალა

ბაკურიანში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. “კვირას“ ინფორმაციით, ქალბატონი ბაკურიანში დასასვენებლად ქმართან ერთად იმყოფებოდა. ისინი ე.წ. ბურანით სეირნობდნენ, რა დროსაც მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და „ბურანი“ ბოძს შეეჯახა. ორივე მათგანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები