ირაკლი შოთაძე: მზად ვართ, პრეზიდენტთან ვითანამშრომლოთ
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, გიორგი მარგველაშვილს მთავარი პროკურატურისთვის ე.წ. კასრებისა და ფოტოგრაფების საქმეებთან დაკავშირებით, უწყებისთვის კითხვებით არაერთხელ მიუმართავს.
როგორც ქვეყნის მთავარმა პროკურორმა განმარტა, ის მზად არის, პრეზიდენტთან ითანამშრომლოს. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტს უწყებისთვის კითხვებით არ მიუმართავს, თუმცა თუ ის მიმართავს, მზად არიან, პასუხი გასცენ.
„ვფიქრობ, ეს უბრალოდ კომუნიკაციის პრობლემაა. ჩვენ მზად ვართ, პრეზიდენტთან ვითანამშრომლოთ, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშვალდებულება არ გვაქვს მასთან. პრეზიდენტს შესაბამისი კითხვებით ჩვენთვის ოფიციალურად არ მოუმართავს, თუმცა თუ მოგვმართავს, მზად ვართ, პასუხი გავცეთ. „კასრების საქმეზე“ არაეთხელ გავაკეთე განცხადება. ამ საქმეზე პირველ ინსტანციაში, თუ არ ვცდები, 11 ადამიანის მიმართ განაჩენი დამდგარია. ამ ეტაპზე სააპელაციოს ინსტანციაში იმ პიროვნებების მიმართ მიმდინარეობს განხილვა, რომლებმაც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინეს. ვინმეს თუ აინტერესებს, როგორ მუშაობს ამ საქმეზე პროკურატურა, სააპელაციო სასამართლოს სხდომები ღიაა და შეუძლია ამ სხდომებს დაესწროს“, – განაცხადა შოთაძემ.