აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად დაკავებული პანკისელების საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება

აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ სამი პანკისელის საქმის განხილვა, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით, დღეს გაგრძელდება.
პროცესზე პროკურატურა აუდიოჩანაწერებს წარადგენს. დაცვის მხარის განმარტებით, საქმეში ამ დრომდე არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაკავებულების ბრალეულობას დაადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა აიუფ ბორჩაშვილი და მსათან ერთად კიდევ სამი პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დააკავეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბორჩაშვილს და მასთან დაკავებულებს 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები