თინა ხიდაშელი თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დღეს დილით სტამბოლში მომხდარი საშინელი აფეთქების გამო. პირადად ჩემი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ თურქეთის ხელისუფლებას, თურქ ხალხსა და განსაკუთრებით, დაღუპულთა ოჯახებს“, – აცხადებს თანდაცვის მინისტრი.
ხიდაშელის თქმით, საქართველო თურქი ერის გვერდით დგას და, მსოფლიოს სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.
„მეც შეიძლება ამ ტრაგედიის მსხვერპლი გავმხდარიყავი, რადგან გასულ კვირას დედასთან და ჩემს ორ ვაჟთან ერთად, თქვენს ულამაზეს ქალაქში ვიმყოფებოდი. საქართველო თურქი ერის გვერდით დგას და მსოფლიოს სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ თანაგრძნობას ამ მძიმე წუთებში“, – ნათქვამია თინათინ ხიდაშელის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ცენტრალურ მოედანზე აფეთქებას ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 15 კი – დაშავდა. ექსპერტები ცდილობენ, აფეთქების მიზეზი დაადგინონ. ასევე, დგინდება, რა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა სტამბოლის ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები