საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სამინისტრო სტამბოლის ტერაქტის გამო მწუხარებას გამოხატავს.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2016 წლის 12 იანვარს, თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა და დაშავდა არაერთი ადამიანი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობასა და ხალხს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები