კახა კალაძე: რუსეთი ოკუპანტია – ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული
ის, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, მათი დამსახურებაა, ვინც დღეს “გაზპრომთან” შეხვედრებზე ყველაზე მეტს ყვირის, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს ადამიანები დღესაც ბევრ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.
„რუსეთი ოკუპანტია. ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და ეს ზუსტად იმ ადამიანების ძალიან დიდი დამსახურებაა, ვინც ყველაზე მეტს ყვირის და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს ამ კონკრეტულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.