დავით ზურაბიშვილმა მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-რესპუბლიკელების’’ წევრი დავით ზურაბიშვილი საკუთარ ამომრჩეველს შეხვდა და ანგარიში ჩააბარა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც 195-ე საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართა, საკრებულოს წევრმა მოსახლეობას მისი საქმიანობის პეროდში განხორციელებული პროექტები გააცნო.
დავით ზურაბიშვილის თქმით, მისი წინასაარჩევნო დაპირების შესამაბისად, დოლიძის ქუჩაზე არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა. კერძოდ, გარემონტდა გზა, აშენდა საყრდენი კედელი, რომელიც მოსახლეობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.
დეპუტატმა კომპანია gwp-სთან მისი ბიუროს ინტენსიური თანამშრომლობის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საქმიანი ურთიერთობის შედეგად რაიონში კანალიზაციისა და სანიაღვრე წყლებთან დაკავშირებული პრობლემები არაერთ ადგილას მოგვარდა. ზურაბიშვილის თქმით, დედაქალაქის მერიასა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ასობით დახმარება გაიცა. დეპუტატმა შეკრებილებს მაჟორიტარის ბიუროს ფუნქციებიც გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები