კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა, ერთი პოლიტიკური სუბიექტი დაემატოს

მმართველ კოალიციას შესაძლოა, ერთი პოლიტიკური სუბიექტი დაემატოს. კოალიციაში შესვლის შესახებ სურვილი „სოციალ-დემოკრატებმა“ გამოთქვეს. როგორც პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „სოციალ – დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ხელმძღვანელმა და პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, მის პარტიას „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართულებასთან ბევრი საერთო აქვს.

„ კოალიციის შემადგენლობაში, სავარაუდოდ, გარკვეული ცვლილებები იქნება, ჩვენ – „სოციალ – დემოკრატები“ ვფიქრობთ. რომ კოალიციაში გავვერთიანდეთ. ჩვენ, როგორც სუბიექტი, დავაყენებთ ამ საკითხს, რის შემდეგაც, კოალიციის წინაშე და „სოციალ – დემოკრატების“ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ გაერთიანების საკითხი განიხილება. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო „ქართული ოცნების“ პოლიტიკის იმ მიმართულებებთან, რომლებიც, ჩვენი აზრით, ძალიან არსებითია, მათ შორისაა სოციალური პოლიტიკა, შრომის კოდექსი, ჯანდაცვის მმართულება, განათლება, ეკონომიკა, რეგიონული განვითარება, თვითმართველობის განვითარება …. ყველა ამ კუთხით ვთანამშრომლობდით კოალიციასთან და ვთანამშრომლობთ დღემდე. ჩვენი პარტიის სახელწოდებაა „სოციალ – დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“, განვითარება არის ის საკვანძო სიტყვა, რომელიც დღეს გვჭირდება. გვჭირდება გარღვევა ეკონომიკაში. ასეთი განწყობაა დღევანდელ მთავრობაში და ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. ვფიქრობ, საარჩევნო ბლოკში გავვერთიანდებით“,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები