პოლიტპატიმრის სტატუსით ამნისტირებულები დავით უსუფაშვილს განცხადებით მიმართავენ

საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრის სტატუსით ამნისტირებული პირები პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს განცხადებით მიმართავენ და პოლიტპატიმართა საკითხისადმი მიძღვნილ საკომიტეტო მოსმენაზე მის დასწრებას ითხოვენ.
“საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დანიშნულია საკომიტეტო მოსმენა პოლიტპატიმრების მიმართ იმ ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, რომელიც აშკარად მიზანმიმართული კამპანიის სახეს ატარებს. ამ პოლიტიკური ხასიათის კამპანიის ფარგლებში თავდასხმის და ცილისწამების სამიზნეებს წარმოადგენენ არა მხოლოდ პოლიტპატიმრები, არამედ იმ პარლამენტის წევრები (მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს მაღალი თანამდებობის პირები), რომლის თავმჯდომარეც თქვენ ბრძანდებით. ამ ფონზე ჩრდილი ადგება მთლიანად საკანონდებლო ორგანოს და მათ შორის, მისი თავმჯდომარის რეპუტაციას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ზემოხსენებული საკომიტეტო მოსმენა იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რის გამოც გთხოვთ, პირადად დაესწროთ პოლიტპატიმართა საკითხისადმი მიძღვნილ საკომიტეტო მოსმენას და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. პატივისცემით, პოლიტიკური პატიმრები: ლევან ჩაჩუა, თორნიკე მოლაშვილი, ზაალ ჟვანია, რამაზი ღვალაძე, ზაზა გვიმრაძე, რატი მაისურაძე, ჯემალ გუნდიშვილი, ოლეგ კეშელავა, შოთა იამანიძე, ნანა თხელიძე და სხვები“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები