“როგორ შეიძლება ბატის ფრთით დაწერილი დოკუმენტი იყოს უფრო ადეკვატური, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწერილი კონსტიტუცია”

„როგორ შეიძლება ბატის ფრთით დაწერილი დოკუმენტი დღეს იყოს უფრო ადეკვატური, ვიდრე გუშინწინ, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწერილი კონსტიტუცია“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „გურჯაანის“ ეთერში საქართველოს კონსტიტუციაზე საუბრისას განაცხადა და მაგალითად ამერიკის კონსტიტუცია მოიყვანა.
მისივე თქმით, უკეთესის მიღწევა ყოველთვის შეიძლება და ვერასოდეს ვერ იტყვი, რომ იდეალური დოკუმენტი შექმენი.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, იქნება ეს პრეზიდენტი, დეპუტატი, საკრებულოს წევრი თუ რიგითი ამომრჩეველი, ვისწავლოთ თამაშის წესების პატივისცემა.
„როგორ შეიძლება ბატის ფრთით რომ იწერებოდა ტექსტი, ის იყოს ადეკვატური დღეს კოსმიური ეპოქისათვის, იმიტომ, რომ ისინი ერთგული არიან ამ დოკუმენტის. ამერიკელები კონსიტუციას ყოველდღე არ ცვლიან. 27 შესწორება არის შესული იმ დღიდან დღემდე კონსტიტუციაში. ჩვენ კიდევ მუდმივად ვამბობთ, რომ ეს კონსტიტუცია უკეთესი შეიძლება იყოს. მეც შემიძლია ვთქვა, რომ უკეთესი შეიძლება იყოს, მაგრამ მე მირჩევნია რაც არის იმის ერთგული ვიყო და იმ თამაშის წესებით ვითამაშო, ვიდრე მუდმივად ვცვლიდე რაღაცას. ამიტომაც ამერიკის კონსტიტუცია, რომელიც ამდენი ხნის დაწერილია, დღესაც აქტუალურია.
ამერიკის კონსტიტუცია, რომელიც არის ერთ-ერთი ეფექტური კონსტიტუცია, როგორ შეიძლება ბატის ფრთით დაწერილი დოკუმენტი დღეს იყოს უფრო ადეკვატური, ვიდრე გუშინწინ, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწერილი კონსტიტუცია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები