ოზურგეთში მამაკაცს მანქანა დაეჯახა

ოზურგეთში, სოფელ კვირიკეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შუახნის მამაკაცს, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გზაზე გადაკვეთის დროს მსუბუქი მარკის ავტომანქანა დაეჯახა.
დაზარალებული სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
მათივე ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები