მანანა კობახიძე გარდაცვლილი პოლიციელის დედის ბრალდებებს პასუხობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე 2011 წლის 26 მაისის ღამეს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის დედის, ანა აზნაურაშვილის განცხადებებს ცილისწამებად აფასებს. კობახიძე მიიჩნევს, რომ აზნაურაშვილის განცხადების მიღმა გარკვეული პოლიტიკური ძალები დგანან.
“რა თქმა უნდა, მის განცხადებაში არავითარი სიმართლე არ არის. ეს არის ისევ და ისევ ბინძური ცილისწამება. ძალიან ბინძური ფაქტი, რომელსაც სამწუხაროდ, ახლა ეს ქალბატონი ახმოვანებს. ვერ გეტყვით, ვინ მართავს, რა მიზნებით ახმოვანებს. ეს არის ისეთივე სიბინძურე და ცილისწამება, რომელსაც კამპანიურად ეწევიან ელისაშვილი და მისი მეგობრები. ამიტომ, ამისთვის არის პროკურატურა, რომ ეს საკითხი გაირკვეს. მიმართოს ამ ქალბატონმაც პროკურატურას და ისიც იქნება ერთ-ერთი მოწმე, რომელსაც დაჰკითხავენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მის განცხადებას არავითარი კავშირი არა აქვს სიმართლესთან. სამწუხაროა, რომ ამ ქალბატონსაც იყენებენ, როგორც ჩანს, გარკვეული პოლიტიკური ძალები. ვის რატომ მიენიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი, ამისთვის კომისია არსებობდა, რომელშიც დეპუტატები არ იყვნენ, მათ შორის არც – მე. კითხონ ისევ იმ კომისიას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. კომისიის მუშაობაზე დაყრდნობით იყო პარლამენტის მიერ გადაწყვეტილება მიღებული”, – განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.
ვლადიმერ მასურაშვილის დედა, ანა აზნაურაშვილი დეპუტატებს: ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეს, ასევე უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს მისი შვილის მკვლელის პოლიტპატიმართა სიით ციხიდან გამოშვებისთვის ქრთამის აღებაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები