ირაკლი გვილავამ 2016 წლის სამუშაო გეგმა წარადგინა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი გვილავამ 2016 წლის სამუშაო გეგმა წარადგინა.
ირაკლი გვილავამ განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებზე დეტალურად ისაუბრა. მან ყურადღება სპორტული და ახალგაზრდული მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო ღონისძიებებზე გაამახვილა.
საქალაქო სამსახურის უფროსმა კომისიის წევრებს აიპების მუშაობის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათი განვითარების, შემოსავლების ზრდისა და სამომავლოდ, მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით საკუთარი მოსაზრებები გააცნო. ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატებმა მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები დაუსვეს, რაზეც ირაკლი გვილავამ ამომწურავი პასუხები გასცა და, ამასთან, აღნიშნა, რომ სამსახურის მუშაობის თაობაზე ვრცელ პრეზენტაციას კომისიის წევრებს ის უახლოეს მომავალში წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები