ვინ არის გუდაურში დაღუპული 12 წლის გოგონა
გუდაურში, პირველ სასრიალო სპორტულ ტრასაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული მოზარდი მეექვსე საავტორო სკოლის მოსწავლე სალომე ტატიშვილი იყო.
სალომე მეშვიდე კლასში სწავლობდა.
“მოულოდნელი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა სალომე ტატიშვილი, ჩვენი სკოლის VII კლასის ყველაზე გამორჩეული, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი სალომე. მთელი სკოლისთვის ეს განუზომელი ტკივილია, რომელსაც სიტყვები ვერ გამოხატავს“,- აღნიშნულია მეექვსე საავტორო სკოლის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ მწუხარების წერილში, რომელსაც თან სალომეს ფოტოც ერთვის.
შეგახსენებთ, რომ გუდაურში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. მოზარდ გოგონას სასრიალო ტრასაზე 19 წლის ბიჭი დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.