პაატა იმნაძე მოსახლეობას ვირუსების ასარიდებლად რეკომენდაციებს აძლევს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ გრიპისა და მსგავსი ვირუსული დაავადებების ინტენსივობა დაბალია.
“შარშანდელთან შედარებით მიმართვიანობა ნაკლებია, საქართველოში გრიპის მაგვარი დაავადებების დაბალი ინტენსივობა შეინიშნება, ისე, როგორც მთელი ევროპის კონტინეტზე, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, სადაც გრიპის მსგავსი ვირუსების გააქტიურების საშუალო მაჩვენებელი ფიქსირდება“,-განუცხადა “კვირას“ პაატა იმნაძემ.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, პაატა იმნაძე მოსახლეობას ხელების ხშირად დაბანას და გრიპის მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში, სკოლაში, უნივერსიტეტსა ან სამსახურში წასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.