კახა კალაძემ მის გადადგომასთან დაკავშირებით დიპლომატთა კლუბის მოთხოვნებს იუმორით უპასუხა

მივბრუნდები სამინისტროში და აუცილებლად გადავდგები, დავაკმაყოფილებ დიპლომატთა კლუბის მოთხოვნებს – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს მნიშნელოვანი უწოდა.
მისივე თქმით, “გაზპრომთან” დაკავშირებით, ე.წ. ექსპერტები არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ.
„რაც შეეხება “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებებს, ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებია. ეს არ არის პირველი წელი, როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა. ყოველწლიურად ხდება არსებული ხელშეკრულების გადახედვა, თუმცა ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის, რომ შეიცვალოს ხელშეკრულების პირობები, კერძოდ გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე, ანუ გატარებული მოცულობის 10%-ის ნაცვლად თანხა გადაგვიხადონ. ეს მოლაპარაკება დიდი ხანია დაწყებულია, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა, შეთანხმება მიღწეული არ არის“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ის ტრაგედია, რომელსაც ხატავენ ე.წ. ექსპერტები არის მარაზმი და არასწორი.
„თუ ვინმეს მართლა აქვს სურვილი სერიოზულად გაერკვეს დეტალებში, ენერგეტიკის სამინისტრო, პირადად მე, მზად ვარ შევხვდე და რეალურად მივაწოდო ყველა ინფომაცია. ვთხოვ თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. მათი მხირდან სახელდება არასწორი ციფრები, რომელიც არის ძალიან დიდი სიცრუე. ის ტრაგედია, რომელსაც ხატავენ ე.წ. ექსპერტები არის მარაზმი და არასწორი“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები