“პოზიცია” ზაზა ფაჩულიას მხარდაჭერას უცხადებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს, „დალას მევერიკსის“ ერთ-ერთ ლიდერს ზაზა ფაჩულიას, რომელიც NBA ALL-STAR-ის გამოკითხვის შუალედური შედეგებით, მე-8 ადგილზე იმყოფება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ზაზა ფაჩულიას სოციალურ ქსელებში არნახული მხარდაჭერა გამოუცხადეს, “პოზიცია” მაინც მოუწოდებს საზოგადოებას, რომ უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ ფაჩულიას მხარდასაჭერად. ამისათვის კი, თავიანთ კედელზე აკრიფონ #NBAVOTE Zaza Pachulia, რითაც ქართველ ვარსკვლავს ხმები დაემატება.
გამოკითხვაში ყველაზე მეტი, 1,262,118 ხმა “ლეიკერსის” ლეგენდას, კობი ბრაიანტს აქვს. მეორე ადგილს “ოკლაჰომას” ლიდერი კევინ დურანტი იკავებს 616,096 ხმით, რომელსაც დრეიმონდ გრინი მოსდევს 332,223 ხმით. გამოკითხვის შედეგად თითოეული კონფერენციის წინახაზელებიდან 3-3 საუკეთესო გავა ხუთეულში, ხოლო უკანახაზელებიდან – საუკეთესო 2-2 კალათბურთელი. გამოკითხვა 18 იანვრამდე გაგრძელდება, ხოლო ყველა ვარსკვლავის მატჩი 14 თებერვალს შედგება.
ზაზა ფაჩულია მხარდამჭერებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ საქართველოს შვილობით ამაყობს:
„ყოველთვის ვგრძნობ თქვენი თანადგომით, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს, ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ, რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი, რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ჰქვია“, – წერს ზაზა ფაჩულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები