„ტექნოლოგიური პარკის არსებობა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყანაში ახალი ეკონომიკური ზრდის ციკლის დასაწყებად“

მინდა, რომ უახლოეს დღეებშივე ამ სივრცეში პირველი შეხვედრა გავმართო ახალგაზრდებთან, აქ წარმოდგენილ ადამიანებთან, რომლებსაც გააჩნიათ ინოვაციური იდეები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ოქროყანაში, ტექნოლოგიური პარკის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მე მინდა, რომ უახლოეს დღეებშივე ამ სივრცეში პირველი შეხვედრა გავმართო ახალგაზრდებთან, აქ წარმოდგენილ ადამიანებთან, რომლებსაც გააჩნიათ ინოვაციური იდეები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არაერთ საინტერესო იდეას ვიპოვით იმისთვის, თუ როგორ მოვიტანოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ქვეყანაში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის აზრით, ტექნოლოგიური პარკის არსებობა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყანაში ახალი ეკონომიკური ზრდის ციკლის დასაწყებად.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, გავაჩენთ იმ სულისკვეთებას, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა ადამიანს, ჩვენს ქვეყანაში საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია მოხდინოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყანაში ახალი ეკონომიკური ზრდის ციკლის დასაწყებად”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები