რას აცხადებს ბორჯომში გარდაცვლილი მოზარდის სკოლის დირექტორი – უმაღლეს სასწავლებელში უნდოდა სწავლის გაგრძელება

ბორჯომის №6 საჯარო სკოლის დირექტორს, ქეთავან ხაჩიძეს უჭირს თქმა, რა შეიძლება გამხდარიყო ამავე სკოლის მეთორმეტეკლასელის თვითმკვლელობის სავარაუდო მოტივი.
ქეთევან ხაჩიძე “კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ო. გელაშვილი უმაღლეს სასწავლებელში აპირებდა სწავლის გაგრძელებას და რეპეტიტორთანაც ემზადებოდა.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ გარდაცვლილი კონფლიქტური მოზარდი არ იყო.
“მეგობრული ბავშვი იყო, უმაღლეს სასწავლებელში უნდოდა სწავლის გაგრძელება და რეპეტიტორთან ემზადებოდა, არ მაქვს ვერსია, რას შეიძლება მიეყვანა თვითმკვლელობამდე, ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის დაჯერება. კარგი ოჯახი ჰყავს, ახალგაზრდა მშობლები და ერთი და. ჩემი ინფორმაციით, ამ საზარელ ფაქტამდე ვინმესთან კამათი არ ჰქონია“,-განუცხადა “კვირას“ ქეთევან ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ სუიციდის ფაქტი დღეს მოხდა. ბორჯომში მე-12 კლასის მოსწავლემ თავი ჩამოიხრჩო. მოზარდი ქალაქის №6 საჯარო სკოლაში სწავლობდა.
“კვირას” ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი თოკიდან მისმა მეგობარმა ჩამოხსნა, მას სასიცოცხლო ნიშნები აღენიშნებოდა, თუმცა ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები