სოციალურად დაუცველებმა და დევნილებმა შენობა უკანონოდ დაიკავეს

საექიმოს ქუჩის 42 ნომერში განთავსებული ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალი სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა და დევნილებმა უკანონოდ დაიკავეს.
ისინი შენობაში გვიან ღამით შეიჭრნენ და გამოსვლას არ აპირებენ, სანამ სახელმწიფო მათ საცხოვრებლით არ უზრუნველყოფს.
რამდენიმე წუთის წინ კი ადგილზე შენობის მფლობელი მივიდა, რომელმაც ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობა 2007 წელს შეიძინა.
მისი განცხადებით, ტერიტორიაზე სასწავლებლის აშენებას გეგმავს და მოუწოდებს დევნილებს და სოციალურად დაუცველებს, დატოვონ შენობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები