გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ ქრისტეშობის დღესასწაული მოსახლეობას დუშეთიდან მიულოცეს (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მოსახლეობას დუშეთიდან მიულოცეს
გიორგი მარგველაშვილი შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი საშობაო ლიტურგიას პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს მოსახლეობას ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა:
“მთელ საქართველოს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ დღეს იბადება ახალი, სიყვარულის, შენდობის, ერთმანეთის დათმენისა და გატანის ემოცია. ყველას გისურვებთ, რომ ეს ემოცია დაბადებულიყოს ჩვენს სულებში. კიდევ ერთხელ, დიდი სიყვარულით გილოცავთ ამ დღესასწაულს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.