ნორიოში მომხდარი ტრაგედიის დეტალები – ავარიამ ოჯახის 4 წევრი იმსხვერპლა

გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოჯახის 4 წევრი გარდაიცვალა.
საგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში ოჯახის დიასახლისი, 53 წლის მანანა გოგოლაძე, შვილებთან, 25 და 23 წლის ცოტნე და ნატო ცოფურაშვილებთან ერთად იმყოფებოდა, მათთან ერთად იყო ასევე მანანა გოგოლაძის დისშვილი, 22 წლის ცოტნე აფციაური.
როგორც „კვირას“ ნორიოს გამგებლის რწმუნებულმა ანტონ მამუკაშვილმა განუცხადა, ნორიოში მცხოვრები ცოფურაშვილების ოჯახი სოფელ გამარჯვებიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან მომავალი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და ხევში გადავარდა. მამუკაშვილის ინფორმაციით, ცოფურაშვილები ჟიგულის მარკის (-7-ით) ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
„ცოფურაშვილები სტუმრად დეიდასთან იმყოფებოდნენ. დეიდაშვილიც თან წაჰყოლიათ. როდესაც სახლში ბრუნდებოდნენ, სოფელთან ახლოს უკვე ეს ამბავი შეემთხვათ. ამათგან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას ადგილი არ ჰქონია, 07-ის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. როგორც ითქვა, საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომობილის მიზეზით მოხდა ავარია, რადგან ამბობენ, რომ მძღოლი ნასვამი იყო“,- განაცხადა მამუკაშვილმა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოსთან, თბილისის შემოსასვლელი გზის 25-ე კილომეტრზე 3 იანვარს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი, მძიმედ დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა როგორც ანტონ მამუკაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ ავტომობილში მსხდომი ოჯახის 4 წევრი გარდაიცვალა, მეორე ავტომობილში კი ორი. აქედან ერთ-ერთი დაშავებული, მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები