ნორიოსთან მომხდარ ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოსთან, თბილისის შემოსასვლელი გზის 25-ე კილომეტრზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი, მძიმედ დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები